წამებისა და გაუპატიურების გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ ეს მასალა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს და გაავრცელეს.
„როდესაც ეს კადრები გავრცელდა, ჩემი კოლეგები მიკავშირდებოდნენ უკრაინიდან და მეკითხებოდნენ, თუ ასეთ რამეს აკეთებდა სააკაშვილი, ცოცხალი როგორ გამოუშვითო. როდესაც დასკოჩილი ადამიანის წამების კადრები გავრცელდა, ამის მერე დაიწყო სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება. ეს საუბრები უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიპოვა. მათთან სერიოზული კავშირები აქვს კოლომოისკის. მისი სტრატეგიაა, გაანადგუროს სააკაშვილი. ამიტომაც ამ უკანასკნელმა იცის, რომ მალე უკრაინაში აღარ დაედგომება და ყველა გზით ცდილობს საქართველოში დაბრუნებას, თუნდაც ადამიანების მსხვერპლზე გადაბიჯებით", - განაცხადა წითელაშვილმა.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)