reportiori.ge - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: ჩვენი ბრძოლა კრიმინალთან მართლაც უკომპრომისოა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:47
პრეს-დაიჯესტი
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: ჩვენი ბრძოლა კრიმინალთან მართლაც უკომპრომისოა!
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 13:13


„აჭარის პოლიციის წარმომადგენლები რეგიონში დანაშაულის მაღალი გახსნის მაჩვენებელზე და კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაზე საუბრობენ", - აღნიშნულზე გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს:  


ბესიკ ამირანაშვილი - აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი:


„პოლიცია დანაშაულის პრევენციაზე და მის ოპერატიულად გახსნაზეა ორიენტირებული. ჩვენ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას ვაწარმოებთ, კანონის და ადამიანის უფლებების სრული დაცვით. თითქმის ყველა დანაშაული, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აჭარაში მოხდა, ოპერატიულად და ცხელ კვალზე გაიხსნა, მათ შორის, ყაჩაღობის 8-ვე ფაქტი, ქურდობა, მკვლელობის მცდელობა. ყველა მძიმე დანაშაული გახნილია 100%-ით. გამოვლინდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის 150 ფაქტი, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 53 ფაქტი, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის 21 ფაქტი. ბოლო 8 თვის მანძილზე, ჩვენ გამოვავლინეთ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ტარების 51 ფაქტი, რაც, თავის მხრივ, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე, კიდევ უფრო სერიოზული დანაშაულის პრევენციაა. ყველა დამნაშავე პირი მიცემულია პასუხისგებაში. სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის, ჩვენ გამოვავლინეთ და დავაკავეთ აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები. ისინი დღეს სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან. ჩვენი ბრძოლა კრიმინალთან მართლაც უკომპრომისოა. ამ ბრძოლის ფარგლებში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები, ბუნებრივია, ყველა მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ ხელაღებით ამტკიცონ საკუთარი უდანაშაულობა, დაზარალებულისა და მსხვერპლის მანტია მოირგონ და საზოგადოების სიმპატიებიც კი მოიპოვონ. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა - კრიმინალს არ შეიძლება ჰყავდეს ქვეყანაში მხარდამჭერი და წამახალისებელი, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების უსაფრთხოებასთან. რაც შეეხება სამართალდამცველების მიმართ ცალკეული დაკავებული პირების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს, როგორც ჩემთვის ცნობილია, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მყისიერად დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. პარალელურად, გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. შესაბამისად, მე ვერ გავაკეთებ დამატებით განმარტებებს ამ საკითხთან მიმართებაში. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას", - ამბობს ამირანაშვილი.



წყარო: „პრაიმტაიმი" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016