რეიდია ამ წუთებში ბელგიაში - ბრიუსელის გარეუბან მოლემბეკში სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების დროს ცეცხლი გაუხსნეს ტერორისტებს. ისინი ერთ-ერთ შენობას ამოწმებენ. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა, ბელგიის პროკურატურა ჯერჯერობით არ ადასტურებს მთავარი ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტს. ამავე დროს. ტელეკომპანია RTL ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია მთავარი ეჭვმიტანილი სალახ აბდესლამი. როგორც ტელეკორესპონდენტი იტყობინება, ავდესლამი ცოცხლად აიყვანეს ცრემლსადენი გაზის მეშვეობით.
წუხელ ფრანგმა სამართალდამცველებმა 168 რეიდი ჩაატარეს, დაკავებულია 23 ადამიანი, ამოღებულია 31 ერთეული იარაღი, ფრანგი სამხედროების უნიფორმები. 23 დაკავებულის გარდა, 104 ადამიანს შინაპატიმრობა მიესაჯა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია, ასეთი ოპერაციები კვლავ გაგრძელდება. სახელმწიფოს რეაქცია მასშტაბური იქნება", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა.