არის თუ არა საქართველო ტერორიზმის საფრთხის ქვეშ - ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.
„საქართველო, რასაკვირველია, არის ტერორიზმის საფრთხის ქვეშ. საქართველო არის ის სატრანზიტო ქვეყანა, რომელიც შესაძლებელია იყოს გზაჯვარედინი. „ISIS"-ის წევრების გადასვლა თუნდაც რუსეთში, თუნდაც ევროპაში, შეიძლება ჩვენი გავლით მოხდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, და ჩვენმა სადაზვერვო სამსახურებმა ბევრი უნდა იმუშაონ, უნდა გამკაცრდეს კონტროლი. დავეთანხმები ლალი მოროშკინას, რომელმაც შს სამინისტროს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით დაიწყოს რეიდები და უნდა გამოვაცხადოთ განგაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. კაცმა არ იცის, ვინ ტერორისტია და ვინ ვინ არის. ეს არის ჩადებული ნაღმები და სამწუხაროდ, სააკაშვილმა ბევრი ნაღმი დატოვა, რასაც ვიმკით", - განაცხადა ფოფხაძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)