reportiori.ge - რაულმა კარიერა დაასრულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:31
სპორტი
რაულმა კარიერა დაასრულა
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 16:26


ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა პროფესიონალურ კარიერაში მისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა - 38 წლის ფეხბურთელმა „ნიუ-იორკ კოსმოსის" შემადგენლობაში, ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის პლეი-ოფის ფინალში „ოტავა ფიურის" წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი გაატარა. ესპანელის გუნდმა 3:2 მოიგო.


რაული ამერიკულ კლუბში 2014 წელს გადავიდა. მანამდე ის „ალ-სადში", გელზენკირხენის „შალკესა" და მადრიდის „რეალში" თამაშობდა. „სამეფო კლუბის" ლეგენდარულმა მოთამაშემ ესპანურ გრანდთან ერთად 6-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამ კლუბის თილისმად ითვლებოდა, მაგრამ 2010 წელს გუნდიდან გაუშვეს და ორი სეზონი ბუნდესლიგის „შალკეში" გაატარა, ხოლო 2012 წლიდან ყატარს მიაშურა და იქაც ორი სეზონი დარჩა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 102 მატჩში რაულმა 44 გოლი გაიტანა.


„მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ამას ვეღარ მოვახერხებ, მსურს, რომ ფეხბურთით ტკბობა გავაგრძელო. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. უმთავრესი იმ უამრავი ადამიანის სიყვარულია, რასაც ყველგან ვგრძნობდი, სადაც კი მითამაშია. რაც შეეხება მომავალს, „რეალი" ჩემი სახლია, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ", - თქვა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში რაულმა.



წყარო: worldsport.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016