reportiori.ge - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 13:51
პრეს-დაიჯესტი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 17:07


ლიტერატურის ისტორიკოსები და თეორეტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ გენიალური ვიქტორ ჰიუგოს მსგავსად, რომელმაც 1831 წელს შედევრი -„ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" დაწერა, დედამიწაზე სხვამ ვერავინ შეძლო, ღვთაებრივ სიმაღლემდე აეყვანა ადამიანის სიმახინჯე და მშვენიერება.


მიჩნეულია,  რომ, როცა მახინჯი კვაზიმოდო სასიკვდილოდ განწირული ულამაზესი ესმერალდას გადასარჩენად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან თოკით დაეშვება და საყვარელ ადამიანს თვალის დახამხამებაში ეკლესიის სახურავზე აიტაცებს, ამით სილამაზე ზეცამდე აჰყავს სიმახინჯეს, რომელიც თვითონაც უსასრულობამდე ამაღლდა.


არავინ იცის, რამდენი ესმერალდა გამოასალმეს სიცოცხლეს იმ არაკაცებმა, რომლებმაც ამ რამდენიმე დღის წინათ პარიზში სასაკლაო მოაწყვეს და საფრანგეთის დედაქალაქის ექვს სხვადასხვა უბანში ბომბები ააფეთქეს; ჩვენ არც ის ვიცით, დაფლეთილ, დაგლეჯილ და დასახიჩრებულ გვამებს შორის უნდა ვეძებოთ თუ არა კვაზიმოდოს დიადი სულის მქონე ადამიანები, მაგრამ ერთი რამ ცნობილია და გარკვეული - 2015 წლის 13 ნოემბერი ძალიან ბევრი პარიზელისთვის ბედუკუღმართად დაღამდა...


საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გენიალურ ვიქტორ ჰიუგოს პარიზს ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთ მრუმე კუნჭულში თვალი მოსტაცა ბერძნული ასომთავრულით კედელზე შესრულებულმა წარწერამ - „ANAGKH", რაც ქართულად „ბედისწერას" ნიშნავს. სწორედ ეს სიტყვა იქცა უდიდესი რომანისტისთვის ზეშთაგონების წყაროდ და სწორედ „ბედისწერამ" დაბადა ყველა დროის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წიგნი - „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"...


ალბათ, ავმა ბედისწერამ და უღმერთობამ მოიტანა ის ამბავიც, როცა 2013 წლის 22 მაისს პარიზში, ბასტილიის მოედანზე ერთსქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერად დაგეგმილი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მრავალრიცხოვანი მომლოცველებისა და ტურისტების თვალწინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველთან საფეთქელში ტყვია დაიხალა და 78 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და ისტორიკოსმა დომინიკ ვენერმა.


პარიზის პოლიციამ გარდაცვლილს ჯიბეში აღმოუჩინა რამდენიმე წერილი. ერთი მათგანი იქ შეკრებილ საზოგადოებას ხმამაღლა წაუკითხა ვენერის თანამოაზრემ. დიდი ფრანგი ერის სახელოვან შვილი თანამემამულეებს მიმართავდა: „მსხვერპლად ვწირავ თავს ერის სინდისის გასაღვიძებლად".

 

სხვათაშორის, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე დომინიკ ვენერი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავდა საფრანგეთს, დაეგმოთ მთავრობის გადაწყვეტილება ერთსექსიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ და წერდა: „ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის, რაც ვართ!"


დომინიკ ვენერი ისე მოკვდა, ბასტილიის მოედანზე გეი-აღლუმის ჩატარებას ხელი არ შეშლია... უფრო მეტიც, მეორე დღეს პარიზის ღვთითისმშობლის ტაძარში ნახევრად ტიტველი ქალი შევარდა და ვენერის თვითმკვლელობის სცენა ცეკვით გაითამაშა. „ფემინისტ" ქალს სხეულზე ეწერა - „ფაშისტო, განისვენე ჯოჯოხეთში!" „ჩვენ გვწამს ჩვენი გეების!"


1991 წელს ცხონებულმა გია აბესაძემაც დაიწვა თავი - შვილს ბოდიში მოუხადა და მარადისობაში გარდასულმა ჯერჯერობით აუხდენელი სურვილი წაიყოლა თან - „ჩემმა სიკვდილმა იქნებ გამოაღვიძოს და გააერთიანოს საქართველო!"


არ გაუმართლათ - არც ექიმ გია აბესაძეს და არც მწერალსა და ისტორიკოსს დომინიკ ვენერს!


მეთოთხმეტე საუკუნის ანონიმი ქართველი ისტორიკოსი - ჟამთააღმწერელი მონღოლების შემოსევას ღვთის სასჯელად მიიჩნევდა, რომელიც ამპარტავნებაში, ზაკვაში, შურში, სიძვასა და უწესობაში ჩავარდნილ ქართველ ერს ღმერთმა მოუვლინა.


დაფიქრებულა ოდესღაც ქრისტიანული ევროპა და მისი ერთ-ერთი მეწინამძღვრე საფრანგეთი ამ პრობლემაზე?! იქნებ მიზეზი ამ უკიდეგანო სისხლისა და საშინელი ტერორისა ყველაფერთან ერთად ისიც გახლავთ, რომ ჟანა დ`არკის, რიშელიეს, ნაპოლეონისა და გენერალ დე გოლის უკვდავი და ულამაზესი საფრანგეთის მარადიულ დედაქალაქში პედერასტი მერები ერთმანეთს თავზე ახტებიან და ერმა, რომელმაც საუკუნეთა ქარტეხილებს გაუძლო, ღვთისპირისგან შეჩვენებული მამათმავლების წინაშე აბსოლუტური კაპიტულაცია გამოაცხადა?


ევროპული ცივილიზაციის საჭეთმპყრობელს - საფრანგეთს თავისმა სახელოვანმა შვილმა დომინიკ ვენერმა პროტესტი თვითმკვლელობით გამოუცხადა და ნუთუ ეს ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი და დამაფიქრებელი ფაქტი არ უნდა ყოფილიყო, სხვის „ტრაკატრუკს" რომ ავყევით და „მე ვარ შარლის!" კნავილი რომ დავიწყეთ თბილისში?


ცნობილმა ქართველმა პოეტმა ნიკოლო მიწიშვილმა, რომელმაც საფრანგეთშიც მიიღო განათლება, 1926 წელს ჟურნალ „ქართულ მწერლობაში" გამოაქვეყნა წერილი „ფიქრები საქართველოზე". ნიკოლო ერთგან წერს: „საქართველოს ისტორია უკანასკნელი თექვსმეტი საუკუნის არის მისწრაფება დასავლეთისაკენ, ჩვენი ცხოვრება ორი ათასი წლის განმავლობაში იყო ბრძოლა ჩინური კედელის შენგრევისათვის - ევროპაში. აღმოსავლეთიდან მოქნეული ვახეთქებდით ამ კედელზე თავს და ამ უნიადაგო ცოდვილში გადავიტარეთ ზურგზე ოცი საუკუნე. ამ ხანაში - ქრისტიანული კულტურა დასავლეთისა დაცვდა. რომანულ-გერმანულ რასათა გენეალოგიის ხეს მოალპა ფესვი. ევროპა, როგორც იდეა, გათავდა!"

 

თითქმის ასი წლის წინათ დაუსვა ევროპას დიაგნოზი ევროპაში განსწავლულმა ქართველმა და თუ „დასავლეთის კულტურა დაცვდა" და „ევროპა, როგორც იდეა, გათავდა", ჩვენ საითკენ მივიჩქარით?


ჩვენ ვეთაყვანებით იმ ევროპასა და იმ საფრანგეთს, სადაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ღვთაებრივი სიმაღლიდან ადამიანის სულისა და სხეულის ზეციური მშვენიერება იღვრებოდა და არა გეი-აქტივისტებისა და დაწყევლილი პედერასტების ბილწი კრუსუნი!


დავტირით უღვთოდ გამეტებული უდანაშაულო პარიზელების სულებს და გვჯერა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქონგურებიდან ულამაზესი ესმერალდას გასატაცებლად კვლავაც დაუფიქრებლად გადმოეშვებიან კვაზიმოდოს უკვდავი სულის თანაზიარი რაინდები, რომლებიც დაიცავენ ქრისტიანობას და გადაარჩენენ საფრანგეთს (შესაბამისად, ზნეობრივ კაცობრიობას!!!)!

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016