reportiori.ge - სოსო ცინცაძე: საფრანგეთი ძალიან დიდ გასაჭირში ჩავარდება, როცა მთლიანად დაიცლება ტურისტებისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 13:48
პრეს-დაიჯესტი
სოსო ცინცაძე: საფრანგეთი ძალიან დიდ გასაჭირში ჩავარდება, როცა მთლიანად დაიცლება ტურისტებისგან
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 17:46


 

ექსპერტ სოსო ცინცაძის განცხადებით, პარიზში განხორციელებული თავდასხმები იყო დარტყმა არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ მთელ ევროპაზე.


„რატომ საფრანგეთი? ჯერ ერთი, პარიზში შესვლა ძალიან იოლია, ღია ქალაქია. რა თქმა უნდა, მთავარი მოსახლეობის სიცოცხლეა, მაგრამ ხვალ და ზეგ ეს ქვეყანა ძალიან დიდ გასაჭირში ჩავარდება, როცა მთლიანად დაიცლება ტურისტებისგან. პარიზის ბიუჯეტს ძირითადად ტურისტები ავსებენ. მერე ვინ გამორიცხავს, რომ იგივე არ მოხდება სხვა ქვეყნებშიც. თუნდაც გერმანიაში? ერთი მხრივ, საფრანგეთის მთავრობა იძულებული გახდება, უფრო მეტი ფული დახარჯოს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში. ანტიისლამურ კოალიციას სათავეში უდგას ამერიკა, ამ კოალიციის წევრები ევროპის ქვეყნებიც არიან, მაგრამ ცოტა წუწკობენ, ფულს ძნელად ხარჯავენ. რასაკვირველია, ეს გამოიწვევს კოალიციის გაძლიერებას,  უფრო მეტი ფინანსების გაღებას. მეორე მხრივ, გამოიწვევს იმ რასისტული ორგანიზაციების გაძლიერებას, რომლებიც წინააღმდეგნი არიან მათ ქვეყნებში ლტოლვილების შესვლისა, მარტო გერმანიამ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს 800 ათასი ადამიანი. თურქეთს ფულს აძლევენ, იქნებ ერთი ნაწილი მაინც შეიფაროთო. აქ ერთი გამოსავალია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამოქალაქო ომი დროზე დამთავრდეს სირიაში", - განაცხადა ცინცაძემ.

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016