„ISIS - ესაა თავზეხელაღებული პუბლიკა, რომლის მუქარაც ყოველთვის საშიშია", - აღნიშნული განცხადება სოსო ცინცაძემ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველო რთულ რეგიონში მდებარეობს და მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
„როდესაც ჯანმრთელი გოგო-ბიჭები თავებს იფეთქებენ იმიტომ, რომ მეტი უდანაშაულო ადამიანი წაიყოლონ, ეს უკვე ავადმყოფობაა. ახლა ეგენი დაწმუნებულები იყვნენ, რომ იქ მუსლიმანებიც არ დაიხოცებოდნენ? უკვე აღარ უყურებენ, ქრისტიანია, მუსლიმანია, ქალია თუ ბავშვი. ალბათ, საფრანგეთში გაარკვევენ, დაღუპულთა შორის რამდენია მუსლიმანი, სულ ქრისტიანები და ფრანგები იყვნენ? იმის თქმა, რომ საფრთხე მოგონილია, ვერაფერს გვიზამენ, ტრაბახი იქნება. საქართველოში თავს ნურავინ დაიმშვიდებს, ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. მარტო გულშემატკივრების როლში ვეღარ დავრჩებით, აქედან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ჩვენს მუსლიმან მოსახლეობასთან უნდა გაძლიერდეს მუშაობა", - განაცხადა ცინცაძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)