reportiori.ge - „ახლა წყდება ჩვენი ბედი“- ფრანგი მწერლის, დომინიკ ვენერის ანდერძი, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველში თავი მოიკლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 13:37
პრეს-დაიჯესტი
„ახლა წყდება ჩვენი ბედი“- ფრანგი მწერლის, დომინიკ ვენერის ანდერძი, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველში თავი მოიკლა
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 22:38


„ასავალ-დასავალი" ფრანგი  მწერალის და ისტორიკოსის  დომინიკ ვენერის თვითმკვლელობას იხსენებს, რომელმაც  2013 წლის 22 მაისს პარიზში, ბასტილიის მოედანზე ერთსქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერად დაგეგმილი კონცერტის დაწყებამდე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველთან საფეთქელში ტყვია დაიხალა.



„2013 წლის 22 მაისს პარიზში, ბასტილიის მოედანზე ერთსქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერად დაგეგმილი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მრავალრიცხოვანი მომლოცველებისა და ტურისტების თვალწინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველთან საფეთქელში ტყვია დაიხალა და 78 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და ისტორიკოსმა დომინიკ ვენერმა.


პარიზის პოლიციამ გარდაცვლილს ჯიბეში აღმოუჩინა რამდენიმე წერილი. ერთი მათგანი იქ შეკრებილ საზოგადოებას ხმამაღლა წაუკითხა ვენერის თანამოაზრემ. დიდი ფრანგი ერის სახელოვან შვილი თანამემამულეებს მიმართავდა: მსხვერპლად ვწირავ თავს ერის სინდისის გასაღვიძებლად".


სხვათაშორის, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე დომინიკ ვენერი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავდა საფრანგეთს, დაეგმოთ მთავრობის გადაწყვეტილება ერთსექსიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ და წერდა: ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის, რაც ვართ!"


დომინიკ ვენერი ისე მოკვდა, ბასტილიის მოედანზე გეი-აღლუმის ჩატარებას ხელი არ შეშლია... უფრო მეტიც, მეორე დღეს პარიზის ღვთითისმშობლის ტაძარში ნახევრად ტიტველი ქალი შევარდა და ვენერის თვითმკვლელობის სცენა ცეკვით გაითამაშა. „ფემინისტ" ქალს სხეულზე ეწერა - ფაშისტო, განისვენე ჯოჯოხეთში!" „ჩვენ გვწამს ჩვენი გეების!""


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016