reportiori.ge - ლევან იზორია: გვაქვს საფუძველი, რომ ISIS-თან კავშირის გამო გარკვეულ პიროვნებებზე დავიწყოთ დევნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:15
სამართალი
ლევან იზორია: გვაქვს საფუძველი, რომ ISIS-თან კავშირის გამო გარკვეულ პიროვნებებზე დავიწყოთ დევნა
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 00:53


„სუს-მა შესაძლოა ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს." როგორც "მაესტროს ფაქტორში" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, ქართულ ენაზე ISIS-ის პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.


ლევან იზორიას თქმით, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით ასეთი ვებ-გვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო, თუმცა მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ.

"გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდების არსებობა აიკრძალოს. გამოძიება დაწყებული იყო და ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი და სიმტკიცე გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა", - განაცხადა იზორიამ.


ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, იმართება თუ არა აღნიშნული პროპაგანდისტული ვებ-გვერდები საქართველოდან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016