„ჩვენს მოთხოვნებს უკან არ წავიღებთ და შიმშილობას არ შევწყვეტთ!"- აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „ასავალ-დასავალთან" საუბარში და აღნიშნავს, რომ მათ რიგებს საზოგადოება უფრო და უფრო ემატება.
„არ გამოვრიცხავ, უახლოეს ორ კვირაში ან ათ დღეში კიდევ ერთი დიდი აქცია გავმართოთ, რომელსაც უფრო მეტი ხალხი შემოუერთდება. ერთი რამ ფაქტია - თინა ხიდაშელი მთელ მთავრობას დირიჟორობს და შიმშილობის აქციაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებს არ უშვებს! ისე, ვერ ვიფიქრებდი, თუ „ქართულ ოცნებაში" თინა ხიდაშელსა და რესპუბლიკელებს ამდენი მონა ეყოლებოდათ! გულწრფელად მიხარია, რომ თინა ხიდაშელის მონებთან პარლამეტში არ ვიქნები. მეგონა, „ქართული ოცნების" უმრავლესობა ჩემი თანამოაზრე იყო, მაგრამ, თურმე, ასე არ ყოფილა და, მადლობა უფალს, ეს გავიგე!"- აცხადებს ინაშვილი.