reportiori.ge - ლევან ლორთქიფანიძე: მოვუწოდებ ბატონ პაატას, ნუ დაანგრევს თავის გენიალურ ავტორიტეტს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 13:14
პრეს-დაიჯესტი
ლევან ლორთქიფანიძე: მოვუწოდებ ბატონ პაატას, ნუ დაანგრევს თავის გენიალურ ავტორიტეტს!
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 11:21


 

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე. როგორც მან „კვირის ქრონიკას" განუცხადა, „საქართველოს განვითარების ფონდის" ირგვლივ შეკრებილი ადამიანები კი უარყოფენ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ რეალურად, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით მოდიან.


„ეს ფონდი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ამიტომ ძალიან სამწუხაროა ის სიყალბე, რომელიც ამდენი ხანია გვესმის. ბატონი პაატა და მის ირგვლივ მყოფები აცხადებენ, არა, როგორ გეკადრებათ, პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებთ, დემოკრატია უნდა განვავითაროთო. ეს არის სიყალბე, რადგან ისინი კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით მოდიან. მოვუწოდებ ბატონ პაატას, ნუ დაანგრევს თავის გენიალურ ავტორიტეტს, რომელიც მას საზოგადოებაში აქვს. ვურჩევდი, გააგრძელოს ქველმოქმედება, არ არის საჭირო, მოვიდეს პოლიტიკაში. ის ვერ მოახერხებს გრანდიოზული მიზნების მიღწევას პოლიტიკურ ასპარეზზე და იმედებს გაუცრუებს ადამიანებს, რომლებიც მისი განვლილი გზით ამ ეტაპზე აღფრთოვანებულები არიან", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.



წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016