reportiori.ge - ლალი მოროშკინა: არსებობს რეალური საფრთხე, რომ სააკაშვილმა სწორედ ახლა განახორციელოს ის სისხლიანი გეგმა, რომელიც, დიდი ხანია, აქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 13:30
პრეს-დაიჯესტი
ლალი მოროშკინა: არსებობს რეალური საფრთხე, რომ სააკაშვილმა სწორედ ახლა განახორციელოს ის სისხლიანი გეგმა, რომელიც, დიდი ხანია, აქვს!
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 11:24



2015 წლის 13 ნოემბრის ავბედით ღამეს ევროპის შუაგულში - საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ერთდროულად მომხდარმა ექვსმა ტერაქტმა, რომლებსაც ორასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მთელი ცივილიზებული კაცობრიობა შეძრა. ამ მსოფლიო ტრაგედიის კვალდაკვალ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" მეტად საგულისხმო და საყურადღებო პოსტი გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" ხელმძღვანელმა, ცნობილმა პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ:


„SOS!!! მივმართავ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს!

 

სპეციფიკური გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოში უნდა გატარდეს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები!

 

1. რეიდები მანქანების და ფიზიკური პირების ჩხრეკით;


2. სააკაშვილის მიერ ამნისტირებულ 100-მდე პირზე, რომლებსაც სასჯელი განსაკუთრებულ სისასტიკეზე უნდა მოეხადათ, დაწესდეს მონიტორინგი;


3. მოხდეს ყველა მიტოვებული პერიმეტრის (სახლების, ნაკვეთების) მონიტორინგი, განსაკუთრებით მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში;


4. გამოცხადდეს პრევენციული პერიოდი პანკისსა და სხვა მრავალეთნიკურ ადგილებში;


5. ახლა მაინც ჩამოყალიბდეს კრიზისული საბჭო, რომელიც უხელმძღვანელებს პროცესებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოც აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ;


6. მკაცად გაკონტროლდეს სოციალური ქსელები ბელგიის მაგალითზე - არანაირი „ფეიკები" და ანონიმები;


7. დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც აღვივებს რელიგიურ შუღლს და ახდენს საზოგადოების პროვოცირებას;


8. დესტრუქციული ელემენტებისაგან ისახება საშიში ტენდენცია „კუდიანებზე ნადირობის" და ყალბი „მტრის ხატის" შექმნის, ამიტომაც, გვმართებს, არ მივცეთ მათ საშუალება, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ!


რატომ მიაჩნია, რომ ზემოჩამოთვლილ ღონისძიებათა გატარება აუცილებელია? - ამის შესახებ ლალი მოროშკინა თავად გვესაუბრება:


- საქართველოს ყველაზე დიდი მტერი და უბოროტესი არსება - სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაშია, სწორედ იმ მომენტს ელოდება, როცა, მსოფლიო არეულობის ფონზე, პატარა საქართველო ყველას მიავიწყდება და ოდესის გუბერნატორს საშუალება მიეცემა, თბილისში თავისი პროვოკაციული ჩანაფიქრები განახორციელოს!


დიახ, სააკაშვილი საქართველოში ტერაქტებისა და სისხლისღვრას მოაწყობს, ჩვენთვის კი რთული გასარჩევი იქნება, ეს ისლამურმა სახელმწიფომ გააკეთა თუ იმ განსაკუთრებით საშიშმა კრიმინალებმა, რომლებსაც 30-40-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ სააკაშვილმა ამნისტიით გაათავისუფლა!


გარდა ამისა, ისლამური სახელმწიფოს მიერ თბილისი მოხსენიებულია ერთ-ერთ დედაქალაქად, რომლებსაც ტერორისტები თავიანთ სამიზნედ განხილავენ!


ასეთ რთულ ვითარებაში კი ჩვენ - საქართველო - აბსოლუტურად ბედის ანაბარა ვართ დატოვებული და ღვთისა და საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ უნდა გვქონდეს!


უფრო მეტიც, საქართველო ახლა ორმაგი საფრთხის ქვეშ არის - თუ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ისლამური სახელმწიფოს სახით, საერთო მტერი მყავს, ჩვენ, სააკაშვილისა და მისი დამქაშვების სახით, გვყავს შიდა მტერიც, რომელიც საქართველოსათვის ისლამურ სახელმწიფოზე არანაკლებ საშიშია!


- არ ვიცი, სწორად გავიგე თუ არა, მაგრამ თქვენი ნალაპარაკევიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე - სააკაშვილმა, ისლამური სახელმწიფოს შირმის ქვეშ, შესაძლოა, საქართველოში პროვოკაციები, მათ შორის, ტერაქტები მოაწყოს!

 

- დიახ, ეს ნამდვილად არის სააკაშვილის ერთ-ერთი ჩანაფიქრი და ხმამაღლა ვაცხადებ - არსებობს რეალური საფრთხე, რომ სააკაშვილმა საქართველოში სწორედ ახლა, პარიზის ტერაქტის ფონზე განახორციელოს ის სისხლიანი გეგმა, რომელიც, დიდი ხანია, აქვს!


სწორედ ამიტომ მივმართავ საქართველოს შიგანან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურს, რომ ორმაგი დატვირთვით იმუშაონ!


დიახ, როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც შვილების დედა, როგორც პედაგოგი, მოვითხოვ, რომ დაიწყოს ინტენსიური რეიდიები და მთელი საქართველოს მასშტაბით მკაცრად გაკონტროლდეს ადამიანების გადაადგილება!


- პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოს უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და საქართველოს საზღვრები, პორტები, აეროპორტები და სხვა სტრატეგიული ობიექტები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის აყვანილი. ეს საკმარისად არ მიგაჩნიათ?

 

- დიახ, ჩემთვის ეს საკმარისი არ არის! კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მინისტრის მოადგილე ვიყავი და სხვებზე მეტი ინფორმაცია მაქვს იმ უკონტროლო ბილიკებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოსაკენ მოდიან!


ისიც ვაღიაროთ, რომ პანკისის ხეობას, რომელიც მუდამ პრობლემატური რეგიონი იყო, დღეს სულ პატარა პროვოკაცია სჭირდება და იქ სიტუაცია „აფეთქდება".


გარდა ამისა, დღეს, იგივე ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, სადაც უამრავი ინკოგნიტრო მომხმარებელია, საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმის პროვოცირებაც ადვილია!


ვიღაცამ, შეიძლება, ეს ისლამური სახელმწიფოს სახელით გააკეთოს, მაგრამ ვიმეორებ - საქართველოს არანაკლები შიდა მტერი ჰყავს სააკაშვილისა და მისი ბანდის წევრების სახით, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან!


სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - თბილისსა და მის შემოგარენში დიდძალი იარაღი და საბრძოლო მასალაა გადამალული! ამიტომაც მოვითხოვ მიტოვებული სახლებისა და სხვა სახის შენობების შემოწმება-გაკონტროლებას!


კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას - სააკაშვილის ტვინი მხოლოდ საქართველოს ასარევად მუშაობს და მას შეუძლია, 2-3 ადამიანის მეშვეობითაც კი, ქვეყანა დიდ უბედურებაში გახვიოს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016