reportiori.ge - პოროშენკო სააკაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას აპირებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 13:35
პრეს-დაიჯესტი
პოროშენკო სააკაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას აპირებს?
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 12:08




„რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებამ ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ერთი, რომ თანაპარტიელების ერთი ნაწილი ნელ-ნელა ემიჯნება და მეორეც, უკრაინაშიც აერდაერია საქმე.


სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებას წინ უძღოდა „უკრაინულ ვიკილიკსში" მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის ტექსტური ვარიანტის გამოქვეყნება, რომელშიც სააკაშვილი და ბოკერია ღიად ლაპარაკობენ „რუსთავი 2"-ის მეშვეობით ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაზე, ტელეკომპანიის ოფისში „ბოევიკების" შეყვანაზე, ბავშვიანი ჟურნალისტის მკვლელობასა და ათას უბედურებაზე. იმ სატელეფონო საუბრებზე მეტად, უკრაინაში სწორედ ამ ტექსტმა შეუქმნა სააკაშვილს პრობლემები.


ჩვენ ერთი წლის წინათ ვწერდით, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე, ვლადიმერ გროისმანი იმთავითვე დაპირისპირებული იყო სააკაშვილთან, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს არწმუნებდა, სააკაშვილი არ დაენიშნა საკუთარ მრჩევლად და საერთოდ, არანაირო პოსტი არ მიეცა უკრაინის ხელისუფლებაში. თუმცა, მან ვერაფერი გააწყო და ამერიკელთა ლობირებით, პოროშენკომ საკუთარი მეგობარი ჯერ მრჩევლად დაინიშნა, მერე კი ოდესის გუბერნატორად გაამწესა. მაშინ გროისმანი მარტო ებრძოდა მიშას და ვერ დაამარცხა, ახლა კი, როგორც ჩანს, ჩვენი მაღალის დღეები უკრაინაში დათვლილია, გროისმანს თანამოაზრე გამოუჩნდა და თან საკმაოდ ძალიან წონიანი - გროისმანის მოკავშირე უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი გახდა.


„ალიას" უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო უყვება, რომ ორი დღის წინ გროისმანი და იაცენიუკი პრეზიდენტ პოროშენკოს შეხვდნენ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტს, თურმე, ორივე უმტკიცებდა, რომ სააკაშვილი მძიმე ტვირთად იქცა უკრაინისთვის და მისი მოშორების დრო დადგა. არსენი იაცენიუკს მოულოდნელად განუცხადებია, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას „ვიკილიკსში" გამოქვეყნებული საუბრის ტექსტი უტყუარია, მან საკუთარი წყაროებით გადაამოწმა და დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია სტამბულის აეროპორტის კაფეში შეხვდნენ, მათი საუბარიც იქ შედგა, რაც ფარულად ჩაწერეს. იაცენიუკმა განუცხადა პრეზიდენტს, რომ მას მოასმენინეს ამ ჩანაწერის სრული ვერსია და სავარაუდოდ, ის მალე გამოქვეყნდება რომელიმე უკრაინულ საიტზე. გარდა ამისა, იაცენიუკს უთქვამს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სხვა ჩანაწერების გამოქვეყნება იგეგმება, რომლებიც ცალსახად დაადასტურებს, რომ საქართველოში ხელისუფლების დამხობას ის სისხლიანი გზით აპირებდა. იაცენიუკსა და გროისმანს უთქვამთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ სააკაშვილისადმი წაყენებული სხვა ბრალდებებისგან განსხვავებით, ეს უკვე უმძიმესი ბრალი იქნება და უკრაინისა და მისი ხელისუფლების იმიჯისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდება. გროისმანს უთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ამ ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე სააკაშვილს მყისიერად ზურგს აქცევს, უკვე ვეღარ დავარწმუნებთ, რომ კრიმინალი ექსპრეზიდენტი შეგნებულად არ შევიფარეთ და თან სახელმწიფო პოსტი ვუბოძეთო. გროისმანს პოროშენკოსთვის ისიც უთქვამს, რომ თუ ეს მოხდება, ამერიკაც ხელს დაიბანს, სააკაშვილს გაწირავს და მთელ პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლებას აჰკიდებსო.


მოკლედ, ქვეყნის სამი მთავარი ლიდერი სერიოზული პრობლემის წინაშე მდგარა და როგორც წყარო აცხადებს, გამოსავალი მალევე უპოვიათ. პოროშენკოს გროისმანისთვის უთქვამს, როცა შენ სააკაშვილის შესახებ კომპრომატებს მაწვდიდი, კი მჯეროდა, ვიცოდი, მიშას უკრაინა მხოლოდ პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა და ეს ქვეყანა დაიქცევა თუ არა, საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ მაშინ ევროპასა და ამერიკას წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, მიშას სერიოზული ლობისტები ჰყავდა და რაც მთავარია, ჩვენს ხელისუფლებაში არ იყო ჩამოყალიბებული ერთიანი შეხედულება მის შესახებ, ახლა კი, როცა ქვეყნის პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად მიმტკიცებთ და თან ფაქტებით, რომ მიშა მძიმე ტვირთად იქცა უკრაინისთვის და ეს ტვირთი კიდევ დამძიმდება, ანგარიში უნდა გაგიწიოთო.


პოროშენკოს თავად უთქვამს, ვიდრე მიშა დიდ საერთაშორისო სკანდალში გაგვხვევს, უნდა მოვაშოროთ ოდესის გუბერნატორის პოსტს, სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობიდანაც გადავაყენებ და ისე კი იყოს უკრაინაში, თუ უნდა, სიკვდილამდე აქ დარჩეს, პოსტის გარეშე, ხელს ვერ შეგვიშლისო.


წყარო აცხადებს, რომ გროისმანი და იაცენიუკი სწორედ იმისთვის იყვნენ მისული პოროშენკოსთან, რომ დაერწმუნებინათ, სააკაშვილი სახელმწიფო პოსტებს მოაშორეო და მათდა გასაკვირად, თავად პოროშენკომ დააყენა ეს საკითხი. წყარო ირწმუნება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, მიშას ოდესის გუბერნატორობიდანაც მოხსნიან და პოროშენკოს მრჩევლის პოსტიდანაცო.


წყაროს მტკიცებით, სამეულის ამ კონფიდენციალური შეხვედრის მთავარი დეტალები გროისმანისა და იაცენიუკის ინიციატივით ხმაურდება. ამის მიზანი კი ის არის, რომ, ერთი მხრივ, უკრაინის სახელისუფლებო ბომონდი, მეორე მხრივ, უკრაინის მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ სააკაშვილს ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი სამი პიროვნებიდან სამივე გაემიჯნა და მას ზურგი აღარ აქვს. ცხადია, ეს ოდესის ოლქის მოსახლეობისთვისაც მკვეთრი სიგნალი იქნება, რომელთა ერთ ნაწილსაც მიშა მხსნელი და აღმაშენებელი ჰგონია. სააკაშვილი ხალხის ამ მხარდაჭერას, ჯერჯერობით, პიარით აღწევს, მაგრამ ოდესელები მალე დაინახავენ, რა მონსტრთან აქვთ საქმე, დაინახავენ, რომ სააკაშვილს ოდესის მთელი მოსახლეობა ცალ ფეხზე ჰკიდია, მხოლოდ ფულის საშოვნელად, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება მათი მხარდაჭერა და არა რეფორმების გასატარებლად, ხალხის მძიმე ყოფის გასაუმჯობესებლად. ოდესელები ენდობიან პოროშენკოს, იაცენიუკსა და გროისმანს და როცა დაინახავენ, რომ მათ სააკაშვილი გარიყეს, ცხადია, ამის მიზეზების ძიებასაც დაიწყებენ და აღმოაჩენენ, რომ მიშა ჩვეულებრივი პოპულისტი და ავანტიურისტი პოლიტიკოსია და მეტი არაფერი. ამ ინფორმაციას კი მათ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი და ასევე, თავისუფალი, მაგრამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია მიაწვდის. საქართველოშიც ხომ ასე იყო - „ვარდების რევოლუციიდან" 2 წელიწადში მესიად და დემოკრატიის შუქურად შერაცხული მიშა მხარშეუქცევად დაადგა ავტოკრატიზმის გზას და ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა, ციხეებში გამოკეტა, დაატერორა, გააუბედურა და შავი დღე აყარა.


თავდაპირველად არსენ იაცენიუკს სააკაშვილთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი, ახლა ის მიშას დასანახად ვეღარ იტანს. ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ სააკაშვილმა იაცენიუკი უკრაინელი ოლიგარქების მფარველობაში ღიად დაადანაშაულა.


„ალიას" წყარო კი იაცენიუკის სააკაშვილთან დაპირისპირების უფრო სერიოზულ მიზეზს ასახელებს. არსენ იაცენიუკი ებრაელია, ოდესა ებრაული ქალაქია და სააკაშვილი სწორედ ებრაელ ბიზნესმენებს დაეჯახა ოდესაში, ორი მათგანი დაიჭირა, ზოგი ძალიან შეავიწროვა, ზოგს ახლა უპირებს პროკურატურის მიქსევასა და პრობლემების შექმნას...


მოგეხსნებათ, ებრაული ლობის უდიდესი გავლენა მთელ მსოფლიოშია და მათ შორის, ამერიკაშიც. მიშასგან შეწუხებულ ებრაელებს, სხვადასხვა ქვეყნებში თავიანთი გავლენიანი თანამემამულეებისთვის შეუჩივლიათ, - ეს გიჟი დროზე მოგვაშორეთ აქედან, თორემ ცოცხალი ვერ გაგვასწრებს და არ გვინდა, ოდესაში პოლიტიკური მკვლელობა მოხდესო.


ეს ინფორმაცია როგორც სიგნალი, ისე მიიღეს მსოფლიოს ყველა გავლენიანი სახელმწიფოს ხელისუფლებაში, ასევე, სოლიდურ საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ინსტიტუტების სათავეებში მყოფმა ებრაელებმა, შეიძლება ითქვას, იმ ხალხმა, რომლებიც დღეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტენ. შესაბამისად, სააკაშვილის მოსაშორებლად დასტური ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებისგან და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციიდან წამოვიდა. ამ საქმის მოგვარება და პოროშენკოს დარწმუნება, რომ მიშა ოდესიდან მოეცილებინა, ასევე, ებრაელებს, არსენი იაცენიუკსა და ვლადიმერ გროისმანს დაეკისრათ. გროისმანი ხომ უამისოდაც სააკაშვილის მტერი იყო და იაცენიუკი მსოფლიოში რჩეული ებრაელების ამ დავალებას ვერ გაექცეოდა, რადგან სწორედ იმ გავლენიანმა ებრაელებმა აქციეს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად და დღეს რომ უკრაინის პრემიერია, ამასაც მათ უნდა უმადლოდეს. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ თავად პოროშენკო ნახევრად ებრაელია, მამამისი გვარად ვალცმანი იყო და სავარაუდოდ, იაცენიუკისა და გროისმანის პარალელურად, მათთან შეუთანხმებლად, წონიანი ებრაელები პოროშენკოზეც მუშაობდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაასწრო პოროშენკომ ორივეს და თავად განაცხადა, - სააკაშვილმა უკრაინის სამთავრობო პოსტები უნდა დატოვოსო.


მკითხველს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვები: რატომ არ მოხსნა პოროშენკომ სააკაშვილი მისთვის წაყენებული უმძიმესი ბრალდებების გამო, ასევე, მაშინ, როცა უკრაინული მედიით გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია ჩვენების გამოძალვის მიზნით, როგორ აუპატიურებენ მამაკაცებს? წამება (გაუპატიურება) - ეს ხომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ეს ხდებოდა პოლიციის განყოფილებებში იმ დროს, როცა სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი?


ფაქტია, ეს არ იყო პოროშენკოსთვის საკმარისი, რომ არაერთი დანაშაულის მოთავე გვერდით არ ჰყოლოდა და მოეშორებინა. შესაძლოა, ამ კადრებმაც გარკვეული გავლენა იქონია პოროშენკოს გადაწყვეტილებაზე, მართალია, ამის შესახებ წყარო არაფერს აცხადებს, მაგრამ ლოგიკურად ასე უნდა იყოს, მით უფრო, როცა პოროშენკოც, იაცენიუკიც და გროისმანიც დემოკრატობაზე დებენ თავს და ნებისმიერი ამგვარი სახის ძალადობას ემიჯნებიან.


ძალიან საეჭვოა, რომელიმე მათგანი ამ კადრების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებულიყო. არა მხოლოდ მათი, უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერი გავლენიანი ლიდერის სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებას ეს ვიდეოები რადიკალურად უარყოფითად შეცვლიდა. თუმცა, ამ დანაშაულს სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგში სჩადიოდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, ოდესის გუბერნატორისა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის რანგში აპირებდა, რაც, ბუნებრივია, გაცილებით მეტ დარტყმას მიაყენებდა უკრაინას, პოროშენკოსა და ყველა იმ ადამიანს უკრაინის ხელისუფლებაში, ვინც გარკვეულწილად პასუხისმგებელი იყო სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებაზე და მის მფარველობაზე. არა, პოროშენკომ შესანიშნავად იცოდა, რომ დამნაშავეს იფარავდა, მაგრამ ევროპა-ამერიკის გავლენიანი პოლიტიკოსების ზეწოლით თუ თხოვნით დანიშნა მაღალ პოსტზე. გარდა ამისა, სააკაშვილმა გარკვეული როლი უკრაინის რევოლუციასა და ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობაშიც შეასრულა, შემდეგ აქტიურად მუშაობდა უკრაინის მოქალაქე ქართველებში პოროშენკოს საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში და საკმაოდ ბევრი ხმაც მოუგროვა. პოროშენკო, ამ ყველაფრის გამო, ვალში იყო სააკაშვილთან და როცა მას დასავლეთიც მხარს უჭერდა, ცხადია, დაასაქმებდა უკრაინის ხელისუფლებაში.


მოკლედ, სააკაშვილს პოლიტიკური რეაბილიტაციის შანსი მისცეს, მაგრამ მან ეს ვერ გამოიყენა. შესაბამისად, სააკაშვილის წინაშე პოროშენკოც ვალმოხდილია, დასავლეთიც, მისი აღარაფერი მართებთ და სრულიად ლოგიკურია, ისე მოაშორონ უკრაინის სახელისუფლებო პოსტებს, მიშას გამომქომაგებელი არავინ დარჩეს.


თუ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დადასტურდა, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდანაც მოხსნეს და პრეზიდენტის მრჩევლის პოსტიც დაატოვებინეს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის ევროპასა და ამერიკას აღარაფერში სჭირდება, ორივემ ერთდროულად გაწირა და პოლიტიკურ გვამად გადაიქცევა, რომლისგანაც სახეიროს არავინ არაფერს ელის.


ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოლიტიკაში პროცესები მყისიერად იცვლება. თუ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მართალია, სააკაშვილი მალე უნდა დაიფრინონ უკრაინიდან. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, დასავლეთი და რუსეთი სერიოზულ თანამშრომლობას გეგმავენ, არც ის არის გამორიცხული, ერთობლივი კოალიციაც შექმნან „ისლამურ სახელმწიფოსთან" და ზოგადად, საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად. ასეთ დროს კი, დასავლეთს უკრაინის ხელისუფლებაში რუსეთის ხელისუფლების გამაღიზიანებელი ფაქტორი - სააკაშვილი ნამდვილად არ დასჭირდება.

 

 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016