reportiori.ge - ვლადიმირ პუტინი: ტერორისტებს, რომლებსაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებასთან აქვთ კავშირი, ვიპოვით და დავსჯით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:30
მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი: ტერორისტებს, რომლებსაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებასთან აქვთ კავშირი, ვიპოვით და დავსჯით
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 13:16



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეგვიპტეში, რუსული ავიალაინერის Airbus-321-ის კატასტროფის გამოძიების შედეგების შესახებ თათბირზე განაცხადა, რომ ტერორისტებს, რომლებსაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებასთან აქვთ კავშირი, დედამიწის ნებისმიერ წერტილში იპოვიან.



სინაიზე ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, მსხვერპლთა რაოდენობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დანაშაულია. ჩვენი სულისა და გულის ცრემლებს ვერ მოვიწმნდთ. ეს ჩვენში სამუდამოდ დარჩება, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის, ვიპოვით და დავსაჯოთ დამნაშავეები. ჩვენ მათ ყველგან მოვძებნით, სადაც არ უნდა დაიმალონ. დედამიწის ნებისმიერ წერტილში მივაგნებთ და დავსჯით", - განაცხადა პუტინმა.

 


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია „კოგალიმავიას" კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა, რომლის სიმძლავრე ერთი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტს აღწევდა.



ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტერორისტული აქტია", - განაცხადა ბორტნიკოვმა.

 

 

რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია „კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016