რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყველას აფრთხილებს, რომ ვინც რუსულ სამგზავრო თვითმფრინავზე განხორციელებულ ტერაქტთან კავშირში მყოფ პირებს დახმარებას გაუწევს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
„ვთხოვ ყველა ჩვენს სპეცსამსახურს, ამაზე გაამახვილოს ყურადღება", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთს ტერაქტთან კავშირში მყოფი პირების გამოვლინებისა და დასჯის საკითხში პარტნიორების იმედი აქვს.
„ვთხოვ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიმართოს ყველა ჩვენს პარტნიორს, ჩვენ გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად ვიმოქმედებთ, რომელიც აძლევს სახელმწიფოს უფლებას, თავი დაიცვას", - განაცხადა პუტინმა.
დღეს თათბირზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ლაინერის ჩამოვარდნა ბორტზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ გამოიწვია.