ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ტერორიზმის საფრთხეებზე საუბრისას აცხადებს, რომ „საქართველო დიდი ხანია ცეცხლის რკალში იმყოფება". მისი თქმით, გურჯისტანის ვილაიეთი შეიქმნება თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქართველო კავკასიის ვილაიეთის სივრცეში ისედაც არის.
„გურჯისტანის ვილაიეთის შექმნა, ეს არის ვერსიების დონეზე და უახლოეს ხანებში დეტალები ცნობილი გახდება, შეიქმნება თუ არა. თუ შეიქმნა, ეს ნიშნავს, რომ ხვედრითი წონა გაიზარდა საქართველოს მოსახლეობისა, რომლებიც სირიასა და ერაყში იბრძვიან, ასევე გაიზარდა მათი პოლიტიკური სამხედრო წონა და მათ უკვე ამბიციები გაუჩნდათ. ეს ხდება ისლამური ხალიფატის შიგნით, მაგრამ ორიენტირებულია მათ სამშობლოზე", - განაცხადა არეშიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)