reportiori.ge - „მის გამოყენებას სჭირდება ლიმიტირებული პერიოდი“, - „ნიმესილის“ გვერდითი ეფექტები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 13:41
პრეს-დაიჯესტი
„მის გამოყენებას სჭირდება ლიმიტირებული პერიოდი“, - „ნიმესილის“ გვერდითი ეფექტები
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 17:04




პრეპარატ „ნიმესილის" მავნებლობასთან დაკავშირებით ელექტრონულ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა. აღნიშნული მედიკამენტი ცოტა ხნის წინ რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში შეიტანეს. რა ოდენობით შეიძლება მისი მიღება, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ მედიკამენტს - აღნიშნულ საკითხზე ფარმაცევტული საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნიკო გონგაძე „ალიას" ესაუბრა.

 

„პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობა მას არარაციონალურად იყენებდა. ინსტრუქციაშიც მითითებულია, რომ ეს პრეპარატი არ უნდა იქნეს ხანგრძლივი დროით გამოყენებული და მის გამოყენებას სჭირდება ლიმიტირებული პერიოდი. ნაცვლად იმისა, ნებისმიერი სახის თავის თუ რეპროდუქციული ხასიათის ტკივილის დროს, მათ ხშირად იყენებდნენ, განსაკუთრებით ქალბატონები და იყენებენ დღესაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ის შვიტანეთ რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში. ამ პრეპარატს ახასიათებს გვერდითი მოვლენები, ეს მინიმალიზებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი სწორად იქნება გამოყენებული. რახან ის ეფექტური ტკივილგამაყუჩებელია, მოსახლეობა აღარ უყურებს მის გვერდით ეფექტებს და ტკივილის სწრაფად მოხსნის გამო ხშირად იღებს. გვერდითი ეფექტები კი დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან, გულ-სისხლძარღვთა გართულებებთან და ა.შ."- - განაცხადა გონგაძემ.

 

მისი თქმით, იმისთვის, რომ პრეპარატმა გვერდითი ეფექტებით ჯანმრთელობა არ დააზიანოს, მისი მიღება დღეში შეიძლება მხოლოდ 2-ჯერ.




წყარო: გაზეთი „ალია"

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016