„უნდათ, „გირჩი" დაირქვან, უნდათ - „წიწვი", ამ პარტიის ლიდერები რეპრესიული პოლიტიკის მთავარ აპოლოგეტებად დარჩებიან", - ამის შესახებ ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩზე" საუბრისას ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა. პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტის თქმით, ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს იგივე იდეოლოგია, რაც ჰქონდა კახა ბენდუქიძეს, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის.
„ეს არის ძალა, რომელიც ამბობს - სახელმწიფო განზე უნდა გადგეს, დაიცვას მხოლოდ უსაფრთხოების ზომები, ყველაფერი უნდა გავყიდოთ და ბიზნესმენებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი. შესაბამისად, ის იდეოლოგია, რომელიც ამ სუპერუცნაური სახელწოდების მქონე პარტიას აქვს, ჩემთვის არის ბოროტება, რომელიც კარგს არაფერს უქადის ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)