reportiori.ge - ნიგერიაში ტერაქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:19
მსოფლიო
ნიგერიაში ტერაქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ავტორი:
18 ნოემბერი, 2015. 11:00


„BBC"-ის ცნობით, ნიგერიაში, ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ იოლას ბაზრის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში აფეთქება მოხდა. რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.



თვითმხილველების ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მთელ ქალაქში ისმოდა.



პასუხისმგებლობა ტერაქტზე ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, „BBC"-ის ცნობით, მსგავსი ტიპის ტერაქტებს ნიგერიაში, როგორც წესი, ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი" აწყობს.



ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მებრძოლებმა სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ბაზრებსა და მეჩეთებზე თავდასხმები გაახშირეს.



მიმდინარე წლის მარტში, დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016