reportiori.ge - „ვერასდროს ეღირსებით ჩემს ზიზღს...“ - პარიზის ტერაქტისას მოკლულის ქმრის წერილი ტერორისტებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:38
მსოფლიო
„ვერასდროს ეღირსებით ჩემს ზიზღს...“ - პარიზის ტერაქტისას მოკლულის ქმრის წერილი ტერორისტებს
ავტორი:
18 ნოემბერი, 2015. 12:00


პარიზის ტერაქტების დროს, „Batalcan"-ის საკონცერტო დარბაზში დაღუპულის ქმარი სულისშემძვრელ წერილს სწერს ტერორისტებს. სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს მ60 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. ლეირისი წერილში ამბობს, რომ მის 17 თვის შვილს „ბედნიერს და თავისუფალს" გაზრდის და რომ მისგან და მისი ვაჟისგან ტერორისტები სიძულვილს ვერ ეღირსებიან.


„პარასკევს ღამით თქვენ მომპარეთ გამორჩეული სიცოცხლე - ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი ვაჟის დედა - თუმცა, თქვენ ვერ მიიღებთ სიძულვილს. არ ვიცი, ვინ ხართ და არც მაინტერესებს, თქვენ მკვდარი სულები ხართ. თუ ის ღმერთი, რომლის გამოც ბრმად კლავთ, ყველა ტყვია ჩემი ცოლის სხეულში იქნება ჭრილობა მის გულში.

 

არა, მე არ გპირდებით ჩემს სიძულვილს. თქვენ გუსრთ, რომ მე შემეშინდეს, რათა ჩემს თანამემამულეებს უნდობლობით შევხედო, რათა ჩემს უსაფრთხოებას ჩემი თავისუფლება შევწირო. თქვენ წააგეთ.

 

მე ჩემი ცოლი ამ დილით ვნახე. საბოლოოდ, დღე-ღამის ლოდინის შემდეგ.  ის ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც პარასკევს ღამით. სწორედ ისეთი, როგორიც უკიდეგანოდ შემიყვარდა 12 წლის წინ. რა თქმა უნდა, მე განადგურებული ვარ ამ ტკივილისგან, გაძლევთ ამ პატარა გამარჯვებას, თუმცა ტკივილი ხანმოკლე იქნება. ვიცი, რომ ის ყოველდღე ჩვენთან იქნება და ვიპოვით ჩვენს თავს იმ სიყვარულის სამოთხეში, რომლის წვდმა თქვენ არ გაქვთ.

 

ჩვენ მხოლოდ ორნი ვართ, ჩემი ვაჟი და მე, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე მთელი მსოფლიოს რაზმი. თქვენთვის მეტი დრო აღარ მაქვს. უნდა მივხედო მელვილს, რომელიც ახლა იღვიძებს. ის ახლა 17 თვის არის. ის შეჭამს, როგორც ყოველთვის, შემდეგ ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის. მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში ბიჭი გაგაწამებთ, რადგან იქნება ბედნიერი და თავისუფალი, რადგან ვერც მის სიძულვილს ეღირსებით", - ნათქვამია წერილში.

 


 

წყარო: ipress.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016