reportiori.ge - სარა იუენი: რატომ არ დავაყენე ავატარად ფრანგული დროშა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:34
მსოფლიო
სარა იუენი: რატომ არ დავაყენე ავატარად ფრანგული დროშა...
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 12:41


ტაილანდში მცხოვრებმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა სარა იუენმა მკითხველს აუხსნა, რატომ არ დააყენა „ფეისბუქზე" ავატარად თავისი ფოტოს ნაცვლად ფრანგული დროშა:


„თქვენ კითხულობთ, რატომ არ მაქვს პროფილზე ფრანგული დროშა? იმიტომ, რომ ის, რაც ახლახანს პარიზში მოხდა, დასავლეთის ძალების მდუმარე თანხმობით იემენში ყოველდღე ხდება.

 

იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა პარიზში, რეგულარულად ხდება ერაყსა და ავღანეთში. და რაღაც არ ისმის მსოფლიო პროტესტი, როცა 200 ადამიანი დაიღუპა ბაზარში ბომბის აფეთქების შედეგად.

 

იმიტომ, რომ ყველა დუმს  სისასტიკეზე პალესტინაში, ნიგერიაში. ჩვენ კი - თანამედროვე დასავლური მსოფლიო შორიდან ვაკვირდებით, თითქოს ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი.

 

ეს უსამართლობაა, როცა ერთი ადამიანის სიცოცხლე სხვებზე ძვირფასია. თუ დღეს ჩვენ ყველა ფრანგები ვართ, მაშინ სირიელებიც უნდა გავხდეთ, ქურდებიც, ერაყელებიც, იემენელებიც. ახლავე უნდა მოვამზადოთ ავატარები ჩვენი პროფილისთვის, რათა საჭირო დროს შევცალოთ ის. ეს უკვე დღეს უნდა მოვითხოვოთ. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ყველამ ეს უნდა შევაჩეროთ. შევაჩეროთ დაღუპულთა რიცხვის ზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ მიზეზი ყველა ამ უბედურების და ტრაგედიის. ჩვენ - დასავლეთის ახლომხედველი მოსახლეობა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი თავი, ჩვენი ცხოვრების სტილი და ჩვენი ხალხია.

 

თუ უკეთეს სამყაროში გვსურს ცხოვრება, უნდა შევქმნათ ეს სამყარო. უნდა დავდგეთ, შევაჩეროთ ომები, შევაჩეროთ დაბომბვა. დასავლეთის ძალებს შეეძლოთ ISIS-ის შეჩერება, რომ ნდომოდათ. მაგრამ არ უნდათ - რადგან ასე აწყობთ. ისევე, როგორც აწყობდათ ომი ავღანეთში, ერაყში ბლერს და ბუშს. დღეს ეს ფაქტია! ეს დამტკიცებულია. ჩვენ ეს ყველამ ვიცით. და ყველა ჩვენგანი პასუხისმგებელია, რომ მთელი ეს წლები ვდუმდით.

 

ჟურნალისტებს კი მინდა ვთხოვო, შეწყვიტონ ოფიციალური ორგანოების ციტირება, როგორც უტყუარი ფაქტის. დაუსვით კითხვები, მოითხოვეთ, წაიკითხეთ, რისი პოვნაც შეგიძლიათ, გააკეთეთ ანალიზი. და თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. ხალხი თქვენ გიყურებთ. გისმენთ, ჟურნალისტმა ყველაფერს ეჭვის თვალით უნდა უყუროს. ეს არის ჩვენი საქმე. ეს არის ის, რასაც საზოგადოება ელის ჩვენგან", - წერს სარა იუენი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016