დაზუსტებული მონაცემებით, პარიზის სან-დენის რაიონში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან სამი ტერორისტია. სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა ხუთი სამართალდამცველი.
საფრანგეთის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის დროს ორი ტერორისტი დაიღუპა, აქედან ერთ-ერთმა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა შტურმისას თავი აიფეთქა.
ანტიტერორისტული ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.ფრანგული მედიის ცნობით, ტერორისტები პარიზის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბიზნეს-რაიონ დეფანსში ტერაქტს ამზადებდნენ.
„პოლიცია, ანტიტერორისტული სამსახურების საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით და საზღვარგარეთიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეძებს ტერორისტებს, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. აღნიშნული ჯგუფი თავდასხმას დეფანსის რაიონზე აპირებდა", - განაცხადა წყარომ სააგენტო „როიტერთან" საუბარში.