reportiori.ge - ფრანსუა ოლანდი: „ისლამური სახელმწიფო“ მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:35
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: „ისლამური სახელმწიფო“ მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს
ავტორი:
18 ნოემბერი, 2015. 18:34


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის ქალაქების მერთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო" მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ფრანგი ხალხის ტერორისტებისგან დასაცავად.



მან დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღეს ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული ავიამზიდი „შარლ დე გოლი" გააგზავნეს.



ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია გავააქტიურეთ. ავიამზიდმა შარლ დე გოლმა" პორტი დღეს დატოვა. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები რამდენჯერმე გავზარდოთ", - განაცხადა ოლანდმა.



მისი თქმით, საფრანგეთი „თავისუფლების ქვეყნად" დარჩება და მის დაშინებას ვერავინ შეძლებს.



ფრანსუა ოლანდი პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას შეეხო და სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა.



საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთი საომარ ვითარებაში იმყოფება. მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთი კოალიციას შექმნის. ამ მიზნით ფრანსუა ოლანდი უახლოეს პერიოდში ჯერ აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდება, შემდეგ კი, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად, რუსეთს ეწვევა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016