დიკაპრიოს ავიაბილეთი „ლოს ანჯელესი- თბილისის" რეისით.
როგორც „რეპორტიორისთვის" გახდა ცნობილი თბილისში ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო ჩამოდის. კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, მსახიობისთვის უკვე შეძენილია თვითმფრინავის ბილეთი ლოს-ანჯელესიდან თბილისის მიმართულებით.
ბილეთის ჯავშნის დოკუმენტის თანახმად დიკაპრიო თბილისში 28 ნოემბერს გამთენიისას ჩამოდის და მეორე დღესვე ბრუნდება სამშობლოში. აღსანიშნავია, რომ დიკაპრიოს ბილეთის ჯავშნის თარიღი ემთხვევა თბილისში ჯორდან ბელფორტის ვიზიტს. ცნობილია, რომ ლეონარდო დიკაპრიომ სწორედ ბელფორტის პერსონაჟი განასახიერა მარტინ სკორსეზეს ხმაურიან ფილმში "უოლ სთრითის მგელი".
ჭორი დიკაპრიოს ჩამოსვლასთან დაკავშრებით თბილისში ზაფხულშიც გავრცელდა, თუმცა მაშინ გაირკვა, რომ საუბარი ჯორდან ბელფორტს ეხებოდა.
„რეპორტიორი" ცდილობს დაუკავშრდეს ბელფორტის ვიზიტის ორგანიზატორებს, ასევე ტურისტულ კომპანიას, რომლიც კოდიც გახლავთ მითითებული ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებულ ბილეთის ჯავშანზე. ჯერჯერობით მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე პასუხს არავინ იძლევა.