„BBC"-ის გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იტალიის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ იტალიაში, შესაძლოა, ტერაქტები განხორციელდეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსტრემისტების სამიზნე შესაძლოა, საჯარო თავშეყრის ადგილები, მათ შორის ღირსშესანიშნაობები გახდეს. პოტენციური სამიზნეების სიაში ჩამოთვლილია წმინდა პეტრეს ტაძარი რომში, „ლა სკალას" საოპერო თეატრი და მილანის საკათედრო ტაძარი.
იტალიური მედია იტყობინება, რომ იტალიის ხელისუფლება შესაძლო ტერაქტების შესახებ აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომაც გააფრთხილა, რის შემდეგ გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები ვატიკანსა და მილანში.
ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ ამერიკულმა მხარემ იტალიელ კოლეგებს ხუთკაციანი სია გადასცა. აღნიშნული პირები შესაძლოა, იტალიისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.