მსოფლიო
გერმანია-ნიდერლანდების ამხანაგური მატჩის დროს მასშტაბური ტერაქტის განხორციელება იგეგმებოდა
19 ნოემბერი, 2015. 11:19
გერმანული გამოცემა „ბილდი" საიდუმლო სადაზვერვო დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც გერმანულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისგან, მატჩამდე ორი საათით ადრე მიიღეს, იტყობინება, რომ 17 ნოემბერს ჰანოვერში, გერმანია-ნიდერლანდების ამხანაგური მატჩის დროს მასშტაბური ტერაქტის განხორციელება იგეგმებოდა.
„ბილდის" ცნობით, ტერორისტები ბომბის აფეთქებას ჰანოვერის სტადიონსა და რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე გეგმავდნენ.
„ბილდი" აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა სტადიონზე და მის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. გუშინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დღემდე არ იცის, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს უცხო ქვეყნიდან მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40