მსოფლიო
ბარაქ ობამამ „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების წინაპირობად ასადის გადადგომა დაასახელა
19 ნოემბერი, 2015. 13:00
„ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების საბოლოო განადგურება შეუძლებელია, სანამ სირიას ბაშარ ასადი მართავს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" იუწყება.
როგორც ობამამ აღნიშნა, სირიაში ტერორი მანამ ვერ დამარცხდება, სანამ ქვეყანაში სიტუაცია პოლიტიკურად არ დარეგულირდება. ასეთი დარეგულირება კი, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, შეუძლებელია, სანამ სირიის პრეზიდენტი ასადი იქნება.
18 ნოემბერს იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში კი ასადმა განაცხადა, რომ პოსტიდან გადადგომის საკითხს განიხილავს ტერორისტებზე გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ. „სანამ ტერორისტები სირიის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, შეუძლებელია პოლიტიკური ასპექტში შედეგების მიღება", - განაცხადა ასადმა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40