მსოფლიო
პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლულია
19 ნოემბერი, 2015. 17:09
პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლულია. მათი ინფორმაციით, ტერორისტი გუშინ დილით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.
"BBC"-ის ინფორმაციით, ტერორისტის ამოცნობა თითის ანაბეჭდით მოხდა. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა იმ ბინის შტურმისას აღმოაჩინეს, სადაც აბაუდი სხვა ტერორისტებთან ერთად იმყოფებოდა.
28 წლის ეთნიკური მაროკოელი აბდელჰამიდ აბაუდი ბელგიის მოქალაქე იყო. 2010 წელს ის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ სავარაუდო შემსრულებელთან, სალაჰ აბდესლამთან ერთად, შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით ბელგიაში სასჯელს იხდიდა. 2013 წელს აბაუდი „ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40