reportiori.ge - მალიში, მძევლად აყვანილთა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და ფრანგი ჯარისკაცები არიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:10
მსოფლიო
მალიში, მძევლად აყვანილთა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და ფრანგი ჯარისკაცები არიან
ავტორი:
20 ნოემბერი, 2015. 16:18


უცხოური მედიის ინფორმაციით, მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო „რედისონში" მძევლად აყვანილთა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და ფრანგი ჯარისკაცებიც არიან, რომლებიც მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.


მძევლად აყვანილთა რაოდენობა 170-ს შეადგენს. აქედან 140 სტუმარია, 30 კი სასტუმროს თანამშრომელი.


ჩინური მედიის ინფორმაციით,  მძევლებს შორის ჩინეთის მოქალაქეებიც არიან.


თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სასტუმროში დამსვენებლებს შორის თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ექვსი თანამშრომელია.


მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები შენობაში „ალაჰ აკბარს" ყვიროდნენ. უცხოური მედიასაშუალებები ასევე იუწყებიან, რომ თავდამსხმელებმა ის მძევლები გაათავისუფლეს, ვინც ყურანის წაკითხვა შეძლო.


ამ დროისთვის ადგილობრივ სამართალდამცავებს სასტუმროს შენობა ალყაში აქვთ მოქცეული. სასტუმრომდე მისასვლელი გზები გადაკეტილია.


ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016