reportiori.ge - გაერო-ს უშიშროების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:14
მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
ავტორი:
21 ნოემბერი, 2015. 11:22



გაერო-ს უშიშროების საბჭომ საფრანგეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ ერთხმად დაუჭირა მხარი.



რეზოლუცია 2249-ით საფრანგეთი მოუწოდებს გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, „ისლამურ სახელმწიფოსთან" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიიღონ.



დოკუმენტი ასევე გმობს ლიბანში, ტუნისსა და თურქეთში განხორციელებულ მასშტაბურ ტერაქტებს.



გაერო-ს უშიშროების საბჭო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ამოძირკვონ უსაფრთხო თავშესაფრები, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა დაჯგუფებებმა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე შექმნეს.



საბჭო ასევე მოუწოდებს გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, „გააორმაგონ ძალისხმევა და შეთანხმებულად იმოქმედონ ტერორისტული თავდასხმების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით".



რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016