reportiori.ge - მალიში ტერაქტის დროს რუსეთის მოქალაქეებიც დაიღუპნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:25
მსოფლიო
მალიში ტერაქტის დროს რუსეთის მოქალაქეებიც დაიღუპნენ
ავტორი:
21 ნოემბერი, 2015. 13:05



მალიში განხორციელებული ტერაქტის დროს რუსეთის მოქალაქეებიც დაიღუპნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დაღუპულთა შესახებ ზუსტ ინფორმაციას მიიღებენ, უწყება შესაბამის განცხადებას გააკეთებს:


„20 ნოემბერს, მალიში ტერაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, რუსეთის საელჩო სიტუაციაში ჩაერთო. 21 ნოემბრის დილის მონაცემებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაღუპულთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან. მას შემდეგ, რაც მივიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას დაღუპულთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის განცხადებას გააკეთებს", - განაცხადა ზახაროვამ.


მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე „რედისონის" სასტუმროზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა. მალიში 10 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016