reportiori.ge - „ტარიელ ფოცხვერია აპირებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართოს“, - ადვოკატები უფლებადამცველებს მიმართავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:20
სამართალი
„ტარიელ ფოცხვერია აპირებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართოს“, - ადვოკატები უფლებადამცველებს მიმართავენ
ავტორი:
21 ნოემბერი, 2015. 13:06



ადვოკატები ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთლეობის გაუარესების ფაქტზე საუბრობენ და სასჯელისგან მის გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც „რეპორტიორის" პრესკლუბში ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა ისაუბრეს, საჭიროა, ფოცხვერიას საქმით ის უფლებადამცველები დაინტერესდნენ, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ხელეწიფება:


„ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და იმ ორგანოებს, რომლებსაც ხელეწიფებათ გადაწყვეტილების მიღება. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის მუდმივმოქმედმა ერთობლივმა კომისიამ არ განიხილა მძიმედ და განუკურნებელი სენით დაავადებული ტარიელ ფოცხვერიას განცხადება. ეს განცხადება შევიტანეთ სასამართლოში, სადაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნა და მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა, განიხლოს ტარიელ ფოცხვერიას განცხადება. ფოცხვერია ითხოვს, მისი მძიმე და განუკურნებელი დაავადებიდან გამომდინარე, გავრცელდეს მასზე ბრძანებით და ნორმატიული აქტით დადგენილი შეღავათი. სასამართლოს მიერ დაკისრებული ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კომისიის წევრების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. კომისია ეცდება, გააჭიანუროს ტარიელ ფოცხვერიას საქმის განხილვა, რაც აისახება ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდოგმარეობაზე. ჩვენ ძალიან ბევრი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ტარიელ ფოცხვერია დაგვერწმუნებინა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის - შიმშილობის არ მიემართა. იმ შემთხვევაში, თუ დროულ ვადებში არ იქნება განხილული ეს საკითხი, ტარიელ ფოცხვერია აპირებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმაროს. უფლებადამცველები  უნდა ინტერესდებოდნენ კომისიის უმოქმედობით. ტარიელ ფოცხვერიას აქვს სურვილი, საქართველოში ცნობილ უფლებადამცველებთან განახორციელოს აუდიენცია. სურს, შეხვედრა უჩა ნანუაშვილთან. ასევე, ქალბატონ ეკა ბესელიასთან, ბატონ გედევან ფოფხაძესთან, რადგან ქალბატონი ეკა ბესელიას მოადგილეა... ასევე სხვა ცნობილ უფლებადამცველებთან... სურს, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ და გაესაუბრონ ექიმებს, გაიგონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიკოსები განმარტავენ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე შეიძლება რამდენიმე თვეში დასრულდეს, რადგან მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. აუცილებელია, გადამოწმდეს, როგორ მუშაობს კომისია, რადგან ფოცხვერიას საქმე არ არის ერთადერთი", - განაცხადა მოსიაშვილმა.


ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმაც:


19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, ვითხოვდით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემას და კომისიის დავალდებულებას ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლების თაობაზე. სასამართლომ დაავალა კომისიას, კანონით დადგენილ ვადებში განეხილა ტარიელ ფოცხვერიას საკითხი. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ცალსახად დაადგინა, რომ კომისიის მიერ იქნა დარღვეული კონკრეტული ვადები.  ის მოცემულობა და დოკუმენტაცია, რაც გვქონდა, პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ კომისიას შემჭიდროებულ ვადებში უნდა განეხილა აღნიშნული საკითხი.  დრეისათვის ამ ადამიანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ვინც არ უნდა იყოს ის, ტარიელ ფოცხვერია თუ სხვა ადამიანი, აღჭურვილია თავისი უფლებებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვისმენთ მოსაზრებებს ღირებულებებზე, უფლებებზე, დემოკრატიისკენ სწრაფვაზე, ეს არ უნდა იყოს ფორმალური და უნდა ეხებოდეს ყველა ადამიანს. ამ შემთხვევაში საუბარია მსჯავრდებულ პირზე, რომელიც უმძიმესი და ვერაგი დაავადებითაა სნეული. ჩვენ რომ აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, შეიძლება, ამ დროს მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მძიმდება, შესაძლებელია რამდენიმე საათშიც კი არ იყოს ცოცხალი! მისთვის შიმშილობა, რასაც ის აპირებდა, (აპირებს) საკმაოდ მძიმე იქნება! ტარიელ ფოცხვერია უკანონობას არ ითხოვს, ის ითხოვს, შესრულდეს კანონით დადგენილი სტანდარტი. ჩვენ ვთხოვთ ყველა უფლებადამცველს, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხში მონაწილეობის მიღება, დაინტრესდეს ამ მდგომარეობით", - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016