reportiori.ge - თუქრეთში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი წევრი დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:40
მსოფლიო
თუქრეთში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი წევრი დააკავეს
ავტორი:
21 ნოემბერი, 2015. 13:28



გამოცემა „თუდეი ზამანის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს" სამი წევრი დააკავეს. ყველა მათგანი პარიზის ტერაქტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.



სპეცოპერაცია თურქეთის პროვინცია ანტალიაში ჩატარდა. დაკავებულთა შორის ბელგიის მოქალაქე, მაროკოელი 26 წლის აჰმეტ დაჰმანია, რომელიც სამართალდამცველებმა ხუთვარსკლავიან სასტუმროში აიყვანეს. დაჰმანი პარიზის ტერაქტებისთვის სამიზნეების შერჩევაშია ეჭვმიტანილი.



სამართალდამცველებმა დააკავეს ასევე ორი ეთნიკური სირიელი აჰმეტ ტაჰირი და მუჰამად ვერდი, რომლებიც სირიიდან თურქეთში ყალბი პასპორტებით ჩავიდნენ. მათ დაჰმანი სირიაში უნდა გადაეყვანათ.



მიმდინარე კვირას თურქეთში, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი 8 მაროკოელი დააკავეს, რომლებიც გერმანიაში არალეგალური გზით აპირებდნენ ჩასვლას.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016