საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის, გაიღოს შესაბამისი ხარჯები ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის და დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებისთვის.
„სახელმწიფო მზად არის, შესაბამისი ხარჯები გაიღოს ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის და დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებისთვის. ისინი ძალიან ამბიციური პროექტებია და ბუნებრივია, დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ჩვენ ეს კარგად გვესმის, მაგრამ მთავრობას აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტი და ეს არის ჯანდაცვა და სოციალური საკითხების მოგვარება ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სამი წლის წინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ექვსასი მილიონი ლარი იყო, გაისად კი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარი იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.