reportiori.ge - შარლ მიშელი: ბელგიაში ტერაქტების საშიშროება არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:13
მსოფლიო
შარლ მიშელი: ბელგიაში ტერაქტების საშიშროება არსებობს
ავტორი:
21 ნოემბერი, 2015. 15:04



ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელის განცხადებით, ბელგიაში ტერაქტების საშიშროება არსებობს. მისი თქმით, თავდასხმები შესაძლოა ქვეყნის სხვადასხვა წერტილში შეიარაღებულმა პირებმა განახორციელონ, რომლებსაც იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვთ.


მიშელი მოსახლეობას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ.



ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღეთ", - განაცხადა მიშელმა.



ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის იან იამბონის განცხადებით, ქვეყანაში სერიოზული ვითარებაა შექმნილი, თუმცა სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.



ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონეა გამოცხადებული. ქუჩებში პოლიცია პატრულირებს, მობილიზებულია სამხედრო ძალები. დედაქალაქის ცენტრში სასტუმრო „რედისონს" შეაიარაღებული სამხედროები იცავენ.



ბელგიის მთავრობა ასევე, მიმდინარე კვირას დაგეგმილი ყველა საფეხბურთო მატჩის გაუქმების რეკომენდაციით გამოვიდა.



ხელისუფლება ურჩევს დედაქალაქის მცხოვრებლებს, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან და მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებები ზედმიწევნით შეასრულონ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016