reportiori.ge - „Anonymous“-ის ჰაკერები „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმებს აქვეყნებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:11
მსოფლიო
„Anonymous“-ის ჰაკერები „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმებს აქვეყნებენ
ავტორი:
22 ნოემბერი, 2015. 21:05


ჰაკერებმა დაჯგუფება "Anonymous"-დან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" გეგმები გამოაქვეყნეს, რომლებიც მომდევნო ტერაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" აქვეყნებს.


მომდევნო თავდასხმები "ბოევიკებმა" შესაძლოა განახორციელონ პარიზში, მილანში, ატლანტაში, ინდონეზიასა და ლიბანში. არ გამორიცხავენ, რომ ტერაქტები დღესვე განხორციელდეს.


ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ ატლანტაში მოსალოდნელ ტერაქტებზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. თუმცა, გაფრთხილებას სერიოზულად უდგებიან.


ჰაკერებმა, რომლებმაც ინფორმაცია გაავრცელეს, წყარო არ დაუსახელებიათ.


აღსანიშნავია, რომ ჰაკერულმა დაჯგუფება "Anonymous"-მა, რომელმაც "ისლამურ სახელმწიფოს" კიბერომი გამოუცხადა, ტერორისტების 5 ათასზე მეტი ექაუნთი გატეხა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016