reportiori.ge - ირაკლი აბაშიძე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:09
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი აბაშიძე...
22 ნოემბერი, 2015. 23:31


23 ნოემბერს ირაკლი აბაშიძეს 106 წელი შეუსრულდებოდა.


ბატონი ირაკლი დ ი დ ი კაცი იყო! ვეებერთელა!

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს თუ გადავხედავთ და მოვინდომებთ გაკეთებული საქმეებით (და შედეგებით) შევაფასოთ მისი ელიტა, ერთერთ გ ა მ ო რ ჩ ე უ ლ ადგილს  დ ი დ ქართველ მოღვაწეთა შორის ნამდვილად დაიკავებს ირაკლი აბაშიძე!
იგი ერთერთი პირველი იყო ყველა იმ სფეროში, რომელსაც იმ (!) დროს, იმ (!) ქვეყანაში ქ ა რ თ უ ლ ი საქმე ჰქვიოდა და სამშობლოს სულიერ ზრდას და გაძლიერებას ისახავდა მიზანს! 
უწინარესად ამაზე მეტყველებს:

- მისი პოეზია;

- რუსთველოლოგიის მეცნიერება და პრაქტიკა;

- პირველი ქართული ენციკლოპედია!

მეტი რომ არაფერი გაეკეთებინა (არადა, მის სახელთან დაკავშირებული კეთილი საქმეების ნუსხა ერთობ გრძელია), უკვე შევიდოდა ქართულ ისტორიაში.
მისი ღვაწლი ჯერ კიდევ შეუფასებელია. დღევანდელი თაობები ნაკლებად იცნობენ მის შემოქმედებას და მოღვაწეობას. 
ეს დრომ მოიტანა. 
სამწუხაროდ, იმ პერიოდმა, რომელიც ეროვნულ-პოლიტიკური და მორალური ღირებულებების არცთუ ობიექტური გადაფასებით ხასიათდებოდა, როცა ნებსით თუ უნებლიედ „ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს". მაგრამ,

- დარჩა , თანაც სამუდამოდ, მისი პოეზიის მწვერვალი- ციკლი „პალესტინა, პალესტინა" და მასში გაერთიანებული შედევრები...

- დარჩა მისი პოეტური შეძახილი: „და ვუბარებ ყველა ქართველს, მისი წმინდა ვალი არის, მოკვდეს მაგრამ მკერდით შეკრას, დერბენტი და დარიალი!.."

- დარჩა მისი გადამწყვეტი ძალისხმევით ორგანიზებული ექსპედიციის მიერ იერუსალემის „ ჯვრის მონასტერში" აღმოჩენილი პორტრეტი შოთა რუსთაველისა...

- დარჩა მისი თავკაცობით ორგანიზებული და გამოცემული პირველი ქართული ენციკლოპედია (ოფიციალურად 12, რეალურად კი 20 ტომი)...


ბატონი ირაკლის ცხოვრება და მოღვაწეობა რთულ დროსა და რეალობაში უხდებოდა და, სწორედ იმ დროს იყო საჭირო ირაკლისეული სიბრძნე, რომლთაც კეთდებოდა დიდი საქმეები. ეს სიბრძნე ითხოვდა პოეტი-აკადემიკოსის აქტიურ როლს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. და ამ სფეროშიც ის გახლდათ ერთობ ანგარიშგასწევი ფიგურა. მრავალი წლის მანძილზე თავკაცობდა მწერალთა კავშირს, იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,"ქართული ენციკლოპედიის" მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების პირველი თავკაცი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს (მაშინდელი პარლამენტის) თავმჯდომარე.


ეს სიბრძნე თან ახლდა მის ყოფნა-საქმიანობას სსრ კავშირის არაერთ საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო სტრუქტურაში. სწორედ ამ სიბრძნემ და უაღრესად დიდმა პირადმა ავტორიტეტმა აიძულა ქართველთმოძულე, ავადსახსენებელი ნიკიტა ხრუშჩოვი, 1956 წლის 9 მარტიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, გაეცა განკარგულება, რომ სახელმწიფოს დაეფინანსებია იერუსალემის სამეცნიერო ექსპედიცია და გადაეწყვიტა მასთან დაკავშირებული დიპლომატიურ-პოლიტიკური პრობლემები. ხაზგასმით მივანიშნებ, რომ იმ დროის შიდა და საერთაშორისო პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით ამ პრობლემის ამ ფორმით და მასშტაბით გადაწყვეტა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. და ეს ფანტასტიკა რეალობად აქცია ირაკლი აბაშიძის სიბრძნემ, იუმორსაც თუ გავურევთ, „ხონურმა ეშმაკობამ"...


ყველა რეგალიისა და „სიმაღლის" მიხედავად, ბატონი ირაკლი მიწიერ კაცად, არაჩვეულებრივად უთბილეს ადამიანად რჩებოდა, თავისი უმშვენიერესი ოჯახით და განუმეორებელი მეგობრებით.

დღეს- ხვალ ჩემს გვერდზე ბატონ ირაკლის სახელთან დაკავშირებულ რამდენიმე მასალას გამოავაქვეყნებ. ვფიქრობ საინტერესოს ჩემი მეგობრებისთვის...


 

 

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016