ოდესის „საპორტო ქარხნის" დირექტორის მოადგილემ ნიკოლაი შურიკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვლს, უკრაინულ გადაცემა „Шустер live"-ში, " მიმართა და იგი ოდესაში ქართული მაფიის შექმნაში დაადანაშაულა.
„თქვენ აქ, უკრაინის გასანადგურებლად ჩამოხვედით, თქვენ რეალური გამყიდველი ხართ დამტერს წარმოადგენთ ამ ქვეყნსთვის. იმას, რასაც თქვენ გააკეთებთ, ხალხი დაინახავს და ესთქვენი პოპულიზმი თავის საქმეს გააკეთებს ეკრანებზე. თქვენ ხართ მტერი, უკრაინის მტერი, მეამას დავამტკიცებ, დამიჯერეთ, მე მოვალ სასამართლოებზე და თქვენ არცერთი ქვეყანა არმიგიღებთ.
თქვენ ანადგურებთ ყველაფერს, თქვენ შექმენით ქართული მაფია ოდესაში. ჩვენ დავუბრუნდებითამ საუბარს ზუსტად ერთ თვეში, მაშინ, როცა მე წარმოვადგენ ციფრებს, როცა მე დავამტკიცებ,რომ ეფექტური მენეჯერი ვარ, 12 წელია უკვე, რაც სახელმწიფო ორგანოებში ვმუშაობ, სადაც მეპატივს მცემენ. მე ვაშენებდი არხებს, გემებს და თქვენ რა ააშენეთ? თქვენ გაანადგურეთ თქვენიავტორიტეტი საქართველოში, მიატოვეთ იქ ხალხი და თქვენზე იქ სისხლის სამართლის საქმეააღძრული, რომელსაც გაურბიხართ", - მიმართავს ნიკოლაი შურიკოვი სააკაშვილს.
"ოდესის საპორტო ქარხნის" დირექტორის მოადგილე ნიკოლაი შურიკოვი, ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, ქარხნის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გუბერნატორი მედიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.