დაიბეჭდა უმაღლესი საბჭოს უწყებანის #4 (798), 1954 წლის 9 მარტს.
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რსფსრ) შემადგენლობიდან ყირიმის ოლქის უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ.
მხედველობაში ვიღებთ რა საერთო ეკონომიკას, ტერიტორიულ სიახლოვეს და მჭიდრო სამეურნეო და კულტურულ კავშირებს ყირიმის ოლქსა და უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
დაამტკიცოს რსფსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და უსსრ უმაღლესი საბჭოს ერთობლივი დადგენილება, რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან ყირიმის ოლქის უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში გადაცემის თაობაზე.
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე
კ. ვოროშილოვი
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ნ. პეგოვი
მოსკოვი, კრემლი, 19 თებერვალი, 1954 წ.
წყარო: Ipress.ge