მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დავით ბორჩაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და მის საქმიანობაში მონაწილეობას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიიღეს.
ადვოკატებმა ჟურნალისტებთან სუაბრისას განაცხადებს, რომ მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურორების შუამდგომლობა, დაეყრდნო საფუძველს, რომ არსებობდა დავით ბორჩაშვილის მიმალვის საფრთხე, ასევე საფრთხე, რომ მტკიცებულებათა მოპოვებას ხელი შეეშლებოდა.
29 წლის დავით ბორჩაშვილი ორი დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. ბორჩაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წინასასამართლო სხდომა 13 იანვარს დაინიშნა, საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს.