reportiori.ge - ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:20
სამართალი
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ავტორი:
24 ნოემბერი, 2015. 15:17

 

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დავით ბორჩაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით  აქვს ბრალი წარდგენილი, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და მის საქმიანობაში მონაწილეობას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიიღეს.

 

ადვოკატებმა ჟურნალისტებთან სუაბრისას განაცხადებს, რომ მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურორების შუამდგომლობა, დაეყრდნო საფუძველს, რომ არსებობდა დავით ბორჩაშვილის მიმალვის საფრთხე, ასევე საფრთხე, რომ მტკიცებულებათა მოპოვებას ხელი შეეშლებოდა.


29 წლის დავით ბორჩაშვილი ორი დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. ბორჩაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


წინასასამართლო სხდომა 13 იანვარს დაინიშნა, საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016