reportiori.ge - არჩილ თალაკვაძე: „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებული ვიდეო საგანგებო სიტუაციის შემოღებას ვერ გამოიწვევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:08
სამართალი
არჩილ თალაკვაძე: „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებული ვიდეო საგანგებო სიტუაციის შემოღებას ვერ გამოიწვევს!
ავტორი:
25 ნოემბერი, 2015. 02:04


შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით „ისლამური სახელმწიფოს" სახელით  გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეო ქვეყანაში ვითარებას ვერ დაძაბავს, რადგამ ხელისუფლება ამ მხრივ მომზადებულია.


ჩემი ინფორმაციით, ამ და სხვა ვიდეოჩანაწერებზე, რომლებიც ღია წყაროებით გავრცელდა, გამოძიება უკვე დაწყებული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეს არა მარტო ვიდეოჩანაწერებია, არამედ სხვა მასალებიც, რომლებიც ღია წყაროებით ქვეყნდება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ჩანაწერს, მხოლოდ ეს ვიდეომიმართვა ქვეყანაში რაიმე საგანგებო სიტუაციის შემოღებას ვერ გამოიწვევს. თუ დაუკვირდებით, ამ ვიდეოჩანაწერის ხარისხი, კამერები, რომლებიც გამოყენებულია ამ ვიდეომიმართვის ჩასაწერად, ასევე ხმის ხარისხი, რომელიც ჩაწერილია ვიდეოსთვის, მიუთითებს, რომ ეს არის კარგად მოფიქრებული, წინასწარ დადგმული ვიდეომიმართვა, რომლის სავარაუდო მიზანიც უფრო მეტად არის მოსახლეობაში პანიკის დათესვა, ვიდრე რაიმე კონკრეტული მოქმედებების შესახებ მინიშნების ან გზავნილების გაგზავნა სახელმწიფოს მისამართით. ბუნებრივია, მიუხედავად ამისა, ეს ვიდეო ვერ დარჩება ყურადღების გარეშე. ეს ჩანაწერიც გამოძიების ობიექტი გახდება.

რაც შეეხება ვებგვერდებს და ინფორმაციის წყაროებს, თქვენ ნახეთ, რომ არაერთი ვებგვერდი, სადაც მოხდა გამოქვეყნება ამ ინფორმაციის, უკვე დაბლოკილია. ხოლო ის პერიოდი, რაც ზოგიერთ ადამიანს უკვირს, თუ რატო რჩება ეს გვერდები აქტიური, ეს შესაძლოა გამოძიების პროცესში იყოს დაკვირვების საჭიროებისთვის და იმის გასარკვევად, თუ ვინ უკავშირდება, რა წყაროებიდან უკავშირდებიან ამ ვებგვერდებს. ასე, რომ მოსახლეობას ნუ გაუკვირდება თუ ვებგვერდების აღმოჩენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება მათი დაბლოკვა. დღეს, როცა ინფორმაციის უამრავი არხი არსებობს, მხოლოდ ინტერნეტგვერდების დაბლოკვა ვერანაირად ვერ იქნება იმის გარანტია, რომ ტერორისტული საფრთხეები ნეიტრალდება", - განაცხადა თალაკვაძემ  „მოამბესთან" ინტერვიუში.  



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016