მსოფლიო
უნგრეთის პოლიციამ ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა
25 ნოემბერი, 2015. 11:32
უნგრეთის ანტიტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, უნგრეთის პოლიციამ ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა. დაკავების ოპერაცია ჯერ კიდევ გასულ კვირას ჩატარდა, თუმცა განცხადება მხოლოდ დღეს გაკეთდა.
პოლიციის ცნობით, დაკავებულთა ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს, მათი სახლების ჩხრეკისას კი, სამართალდამცველებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმოების ლაბორატორია აღმოაჩინეს.
დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. პარიზის ტერაქტების შემდეგ, ევროპულ ქვეყნებში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გააძლიერეს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40