reportiori.ge - დიმიტრი მედვედევი: თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად რუსეთ-NATO-ს ურთიერთობას საფრთხე შეექმნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:23
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი: თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად რუსეთ-NATO-ს ურთიერთობას საფრთხე შეექმნა
ავტორი:
25 ნოემბერი, 2015. 12:34



რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად საფრთხე შეექმნა რუსეთ-NATO-ს ურთიერთობას.


 

თურქეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებას სამი შედეგი მოჰყვა. პირველი, ეს არის რუსეთ-NATO-ს შორის ურთიერთობის საშიში დაძაბვა, რასაც ვერცერთი ინტერესით, მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დაცვით ვერ გაამართლებ. მეორე, თურქეთმა ფაქტობრივად, საკუთარი ქმედებებით ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დაცვის დემონსტრირება მოახდინა, რაც გასაკვირი არ არის იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ თურქი მაღალჩინოსანს პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს, რომელიც უკავშირდება ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილ საწარმოებზე ნავთობპროდუქტების მიწოდებას. მესამე, შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ ზარალის ანაზღაურება რთული იქნება. ამის პირდაპირი შედეგი შესაძლოა გახდეს უარის თქმა მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე. თურქულმა კომპანიებმა კი შესაძლოა, რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016