რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში რუსულ ავიაბაზა „ჰმეიმიმზე" უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს - „С-400"-ებს გადაისვრის.
რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული სამხედრო ბომბდამშენი „სუ-24" ჩამოაგდეს.
გუშინ რუსეთის გენშტაბმა განაცხადა, რომ „სუ-24"-ის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვი სირიაში დისლოცირებული რუსული საავიაციო ბაზის დასაცავად დამატებით ზომებს მიიღებს.
„გაფრთხილებთ, რომ გავანადგურებთ ყველა სამიზნეს, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა გენშტაბის უფროსმა სერგეი რუდსკოიმ.
მისი ინფორმაციით, რუსეთი თურქეთთან ყველა სამხედრო კონტაქტს წყვეტს.