reportiori.ge - არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას მოითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:54
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას მოითხოვენ
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 19:56

არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კადრების განადგურებას მოითხოვენ. მსგავსი ქმედებების პრევენციისთვის კი კონკრეტული ინიციტივით გამოდიან.

სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების ის ნაწილი, რომელიც ადამიანთა პირად ცხოვრებას ასახავს, აუცილებლად უნდა განადგურდეს.

„პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები უნდა განადგურდეს. ეს არ ეხება კონკრეტული დანაშაულის შესახებ არსებულ ვიდეომასალებს, რომელიც წამების ფაქტებს ან პოლიტიკურ ოპონენტებზე თვალთვალს შეიცავს. რაც შეეხება პირად ინფორმაციას - უნდა განადგურდეს."-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გაზეთ „რეზონანსის" მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში თვლის, რომ აღნიშნული მასალები დიდი ხნით ადრე უნდა განადგურებულიყო.

„ ისეთი ტიპის მასალები, რომელიც   კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას შეიცავს, არ უნდა განადგურდეს. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, აქამდეც უნდა განადგურებულიყო."- აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, 17500 ფაილიდან  პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს 94 შეიცავს. გიგაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინტერესების მიუხედავად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა აუცილებელია.

იმისთვის, რომ უკანონო თვალთვალი და უკანონო ჩანაწერების გაკეთება მომავალშიც არ განხორციელდეს, საზოგადოებისა და მედის ნაწილმა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ხვალ დაიწყება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016