reportiori.ge - დავით მარსაგიშვილს და იაკობ მაქარაშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ელით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:02
სპორტი
დავით მარსაგიშვილს და იაკობ მაქარაშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ელით
14 ნოემბერი, 2013. 11:14

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადაწყვეტილების მიხედვით, თავისუფალი ნაკრების მოჭიდავეებს - დავით მარსაგიშვილს და იაკობ მაქარაშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ელით.


საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების დისკვალიფიკაციის შესახებ განცხადება კურტანიძემ  ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მოჭიდავეთა დასჯის მიზეზი ისაა, რომ მათ მოსკოვში გამართულ "ევროპის ერთა თასზე" მონაწილეობა არ მიუღიათ. რუსეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ფინალში გავიდნენ, თუმცა, გადამწყვეტ ფაზაზე ორივე გუნდი დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.


რომ არა ამ ორი მოჭიდავის უპასუხისმგებლობა, დღევანდელ პრესკონფერენციას "ევროპის ერთა თასის" მოგებას მივუძღვნიდით. მათ პირადი ინტერესები ნაკრების ღირსებაზე მაღლა დააყენეს და ამის გამო მეორე ადგილს დავჯერდით. იაკობ მაქარაშვილსა და დავით მარსაგიშვილს 6-თვიან დისკვალიფიკაცია ელით. 17 დეკემბერს ჭიდაობის ფედერაციის დისპიცპლინარული კომისია შეიკრიბება და იქ გადაწყდება, ეს ვადა ძალაში დარჩება თუ გაიზრდება", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.


დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია, იკაობ მაქარაშვილს (74 კგ) კი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა.


ფედერაციის პრეზიდენტსა და დავით მარსაგიშვილს შორის აღნიშნულ თემაზე საუბარი უკვე გაიმართა, სადაც ეროვნული ნაკრების წევრმა საკუთარ შედცომაზე გაამახვილა ყურადღება.


„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ჩემს წილ პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ. ვაღიარებ, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს მიზანმიმართული ნაბიჯი არ ყოფილა. თავადაც მოტყუებული დავრჩი. ირანში საკლუბო დონეზე საჭიდაოდ ვიყავი და ერთი დღით დამაყოვნეს. რომ მცოდნოდა, ნაკრებში ჭიდაობას ვერ ვასწრებდი, ირანში საერთოდ არ გავემგზავრებოდი. მოსკოვში მაინც ჩავედი, მაგრამ სამწუხაროდ, ხალიჩაზე გასვლა ვეღარ მოვასწარი. დისკვალიფიკაციის შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტისგან შევიტყვე და მაშინვე ფედერაციაში წამოვედი. დღეს ისედაც ვაპირებდი მოსვლას და კურტანიძესთან დალაპარაკებას. მოსკოვში ეს არ მოხერხდა. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი სათქმელი ვუთხარით. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ჭიდაობაში მოტრიალე კომპეტენტური ადამიანები მიიღებენ. დისკვალიფიკაციის თაობაზე იმსჯელებენ და იმედია გააუქმებენ", - განაცხადა დავით მარსაგიშვილმა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016