reportiori.ge - უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:24
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა
ავტორი:
25 ნოემბერი, 2015. 15:50



„ინტერფაქს უკრაინას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. კიევი ყველა რუსულ ავიაკომპანიას ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთას უკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.



ვთხოვ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა და აცნობოს რუსულ მხარეს იმის შესახებ, რომ ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის საავიაციო სივრცე იხურება, ავიაკომპანიების ყველა სატრანზიტო ფრენა კი წყდება", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.



მისი თქმით, აკრძალვა რუსულ სამხედრო ავიაციასაც ეხება. იაცენიუკის განმარტებით, კიევმა აღნიშნული ზომა სამხედრო და საგარეო პოლიტიკური ვითარების ესკალაციის გამო მიიღო, რადგან არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უკრაინის ავიასივრცეს პროვოკაციებისთვის გამოიყენებს.



ამიტომ ეს არის როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ისე პასუხი რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზე", - განაცხადა იაცენიუკმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016