მსოფლიო
მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს
25 ნოემბერი, 2015. 16:16
„BBC"-ის ცნობით, მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს. საპროტესტო აქციაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტების ქმედებების შედეგად შენობის რამდენიმე მინა ჩაიმსხვრა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეთა ქმედებებში ჩარევისგან თავი შეიკავა.
საელჩოს პრესატაშემ ორხან გაზიგილმა „BBC"-ის განუცხადა, რომ საპროტესტო აქციის დროს საელჩოს თანამშრომლებს დერეფანში გასვლის ეშინოდათ. დიპლომატიურ მისიაში ასევე განაცხადეს, რომ რამდენიმე თანამშრომელმა მცირე ტრავმა მიიღო.
საპროტესტო აქცია რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებმა, რუსეთისა და სირიის დროშებით ხელში, თურქეთის ქმედებები დაგმეს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40